პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე – ნებისმიერი ფინანსური, ნებისმიერი ტექნიკური დახმარება, რომელიც არასამთავრობო სექტორში, ან ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტში შემოდის, სრულიად გამჭვირვალეა

ნებისმიერი ფინანსური, ნებისმიერი ტექნიკური დახმარება, რომელიც არასამთავრობო სექტორში, ან ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტში შემოდის, სრულიად გამჭვირვალეა, – აცხადებს „ევრო ოპტიმისტების“ დეპუტატი ხატია დეკანოიძე.

როგორც ის განმარტავს, ფინანსთა სამინისტრომ და საგადასახადო უწყებებმა იციან, თუ საიდან შემოდის დაფინანსება და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება.

„თუ გნებავთ, საკანონმდებლო ბაზა გადავამოწმოთ, საქართველოს საკანონმდებლო ბაზა საკმაოდ დახვეწილია და ნებისმიერი ფინანსური, ნებისმიერი ტექნიკური დახმარება, რომელიც არასამთავრობო სექტორში, ან ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტში შემოდის, სრულიად გამჭვირვალეა, ანუ საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსურ დეკლარაციებს ძალიან მაღალი გამჭვირვალობის ხარისხით აბარებენ. ფინანსთა სამინისტრომ და ნებისმიერმა საგადასახადო უწყებებმა იციან, როგორია ფინანსური ნაკადი, საიდან შემოდის ეს დაფინანსება, რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება, ეს არის ძალიან ნორმალური, სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მომწონს. ამიტომ არ ვთლი, რომ ეს არის რეალური საშიშროება, ეს ალბათ, უფრო დემაგოგიური, პროპაგანდისტული განცხადებებია, რაც არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია