პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე – პრეზიდენტისთვის უფლების ჩამორთმევა და “ქართული ოცნების” მიერ ცესკოს ინსტიტუციონალური გადაფორმება შეიძლება აისახოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე

ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ “ქართული ოცნების“ მიერ ცესკოს ინსტიტუციონალური გადაფორმება უკან გადადგმული ნაბიჯია, ეს კი შეიძლება კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე აისახოს. ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის რეკომენდაციასთან წინააღმდეგობაშია.

„12 პუნქტიდან ერთი რეკომენდაცია გულისხმობდა, რომ საქართველოში ყოფილიყო სამართლიანი საარჩევნო გარემო, ეს გულისხმობდა დამოუკიდებელ ცესკოს, საარჩევნო კოდექსის გამართვას და პოლიტიკურ ნებას, გამოხატულს “ქართული ოცნების” მხრიდან, რომ მზად არიან ჩაატარონ სამართლიანი არჩევნები, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ნებას გამოხატავს. ამ კონტექსტში პრეზიდენტისთვის უფლების ჩამორთმევა და “ქართული ოცნების” მიერ ცესკოს ინსტიტუციონალური  გადაფორმება ნიშნავს უკან გადადგმულ ნაბიჯს 12-დან ერთ-ერთ რეკომენდაციასთან დაკავშირებით. ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება აისახოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე”, – განაცხადა დეკანოიძემ.

ასევე ნახეთ

კახა კალაძე – რას უშლით პლაკატი, რომ მიდიან და ხევენ, ეს ადამიანები ლიბერალიზმით შენიღბული ფაშისტები არიან, არაფერი აქვთ ხალხისთვის სათქმელი, ერთადერთი, რაზეც არიან გადასული, სხვას ხელი შეუშალონ

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ოპოზიციური პარტიების მხრიდან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პლაკატების ჩამოხევის ფაქტზე კომენტარი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია