პოლიტიკა

NDI- ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ გამოკითხული მოსახლეობის 20% დაუჭერდა მხარს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ გამოკითხული მოსახლეობის 20% დაუჭერდა მხარს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%, სხვა პარტიებს ჯამურად გამოკითხულთა 6% მისცემდა ხმას. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით ავრცელებს.

კითხვაზე ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმეტესობა – 34% აცხადებს, რომ არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, 26% კი გადაუწყვეტელი ამომრჩეველია და ამბობს, რომ არ იცის ვის მისცემდა ხმას.

გარდა ამისა, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 57% პასუხობს, რომ არც ერთი, 17%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნებაა“, 5%-თან – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, 6%-თან სხვა პარტიები, 10%-მა კი არ იცის.

გამოკითხვა 2023 წლის 17-23 მარტის პერიოდში, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევა მოიცავს 1,032 დასრულებულ ინტერვიუს (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% -ია.

ასევე ნახეთ

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მუშაობას იწყებს

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მუშაობას იწყებს. ამასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია