პოლიტიკა

კიევის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დროებით გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო

ცოტა ხნის წინ ცნობილ გახდა, რომ კიევის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დროებით, საგამოძიებო მოქმედებისთვის გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო – ინფორმაცია “მთავარს” საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა დაუდასტურა.

უფლებადამცველის თქმით,  უკრაინის იუსტიციის სამინისტრო აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს გადაუგზავნის, რის შემდეგაც მათი გადასაწყვეტია გადასცემენ თუ არა მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილს.

შალვა ხაჭაპურიძის განმარტებით, უკრაინის სასამართლო განიხილავს და აღძრული აქვს საქმე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მიხეილ სააკაშვილი ამ საქმეზე ცნობილია დაზარალებულად.

ასევე ნახეთ

ელენე ხოშტარია – მინდა მივმართო მამუკას და ბადრის: გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან

ეს არის „ქართული ოცნების“ მცდელობა, ნებისმიერ ფასად შეათრიოს ოპოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებში და მოიპოვოს ლეგიტიმაცია – …

ჩანთების ონლაინ მაღაზია