პოლიტიკა

კობა ნაყოფია – არჩევნებზე დაიშვა 49 638 ადამიანი, პირველადი სიიდან ამოღებულია მხოლოდ 118, მათ შორის იყვნენ სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და პარლამენტის ზოგიერთი წევრიც

“ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩვენებზე დარეგისტრირებული ადამიანებიდან მოიხსნა 118 ადამიანი, მათ შორის იყვნენ სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და პარლამენტის წევრებიც.

ნაყოფიას თქმით, საბოლოო ჯამში, ყველა ადამიანის ინდენტიფიცირება მოხდა და საარჩევნო პროცესი კარგად მიმდინარეობს.

„დარეგისტრირებული იყო 49 756 ადამიანი, თუმცა შემდეგ გაფილტვრის ჯგუფმა იმუშავა და არჩევნებზე დაიშვა 49 638 ადამიანი, ანუ პირველადი სიიდან ამოღებულია მხოლოდ 118 ადამიანი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ძალიან ბევრი წევრი და მხარდამჭერი დარეგისტრირდა. გაფილტვრის ჯგუფს მოუწია ძალიან ბევრი მუშაობა მცირე დროში, არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანების ერთეული შემთხვევები, შესაძლოა, გაიპაროს, მაგრამ ეს ალბათ იქნება მართლაც ერთეული შემთხვევები. საბოლოო ჯამში, პრაქტიკულად ყველა ადამიანის იდენტიფიცირება მოხერხდა. იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც წარმოადგენდნენ სხვა პოლიტიკურ პარტიებს და პარლამენტის ზოგიერთი წევრიც, ალბათ თავად მიხვდებიან, ვისზეც ვსაუბრობ, მაგრამ ეს ამბავი, მათთვის სამწუხაროდ, არ გამოვიდა. ძირითადად, პროცესი მიმდინარეობს ძალიან კარგად, აქტიურობა არის მაღალი. კენჭისყრა ოდნავ მოგვიანებით დაიწყო, ალბათ 11-ის ნახევარზე. დაახლოებით 2 საათსა და 15 წუთში 9 363 ხმა მაღალი შედეგი და აქტივობაა. რაც შეეხება ფარულობას, სრულად უზრუნველყოფილია, სისტემა გამართულად მუშაობს, ვერავინ ვერასდროს გაიგებს, ვინ მიიღო ამ არჩევნებში მონაწილეობა და ვის მისცა ხმა, გამორიცხულია. დილით დაგვაგვიანდა იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გავტესტეთ, ზუმკონფერენციაც გვქონდა ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, კიდევ ერთხელ შევამოწმეთ უსაფრთხოება და დავრწმუნდით ამ არჩევნების სრულ ფარულობაში, შიდა სისტემის უსაფრთხოებაში“, – აღნიშნა ნაყოფიამ.

მან ასევე მოუწოდა ამომრჩველებს, რომ ხმის მიცემისას მიღებული კოდი არავის გადასცენ.

„ამომრჩეველს მინდა, ვუთხრა, კოდი, რომელიც თქვენ მოგდით, გთხოვთ, არავის გადასცეთ და გამოიყენეთ თვითონ. ამან შეიძლება დაარღვიოს უსაფრთხოების სისტემა და მოხდეს თქვენი კოდით მანიპულაცია ან თქვენი ხმა ვერ აისახოს ამ არჩევნების შედეგებში. ასევე, ზოგიერთ ჩვენს ამომრჩეველს თუ დროულად არ მისდის კოდი, დღის განმავლობაში აუცილებლად მიუვა. არის ერთეული შემთხვევები, ეს ხარვეზი გასწორდება. მუდმივ კავშირზე არიან ჩვენთან ჩვენი პარტნიორები, თითოეულ ასეთ საკითხზე კომისია მუშაობს, სპეციალურად შექმნილი ტექნიკური ჯგუფი მუშაობს და ხდება ძალიან სწრაფი რეაგირება“, – განაცხადა ნაყოფიამ.

ასევე ნახეთ

გიორგი ვაშაძე – მივმართავ საჯარო მოხელეებს, რაც არ უნდა დაგაშინონ და შეგაშინონ, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით

ხელისუფლება კიდევ ერთ დიდ სისუსტეს აჩვენებს, როდესაც იძულებით ცდილობს საჯარო მოხელეები ჩამოიყვანოს თბილისში და აქცია …

ჩანთების ონლაინ მაღაზია