პოლიტიკა

კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში, სერბეთთან დამაკავშირებელი ერთ-ერთი გზა გაიხსნა

კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში, სერბეთთან დამაკვაშირებელი ერთ-ერთი გზა გაიხსნა. როგორც სააგენტო „როიტერი“ იტყობინება, ადგილობრივი სერბების მიერ აღმართული ბარიკადები დაშლილია. ავტომაგისტრალიდან გაყვანილია სატვირთო მანქანები, რომლებითაც გზის სავალი ნაწილი იყო ჩახერგილი.

კერძოდ, ბარიკადები მოხსნილია ჩრდილოეთ კოსოვოში ქალაქ ზუპჩეში. ბარიკადების აღება ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მეთვალყურეობით მოხდა. ამასთან, მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ გზების ნაწილი კვლავ ბლოკირებული რჩება.

მანამდე პრიშტინამ ერთი თვით გადადო კოსოვოში სერბეთის მოქალაქეებისთვის კოსოვოში შესვლის წესების ცვლილების ამოქმედება. განახლებული რეგულაციები პირველი აგვისტოდან უნდა ამოქმედებულიყო, რამაც კოსოვოში მცხოვრები სერბების უკმაყოფილება გამოიწვია. მათ სატვირთო ავტომობილებით გზა ჩახერგეს, რასაც გამყოფ ხაზზე დაძაბულობა მოჰყვა. ადილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალი რეგულაციების გადადების თხოვნით კოსოვოს ადმინისტრაციას პრიშტინაში აშშ-ის ელჩმა მიმართა. კოსოვოს გადაწყვეტილებას მიესალმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყებიხ ხელძღვანელი ჟოზეფ ბორელი.

კოსოვოში შესვლის ახალი წესები სერბეთის მოქალაქეებს კოსოვოში შესასვლელად წინასწარ ნებართვის აღებას ავალდებულებთ. ეს წესი ვრცელდება როგორ საჰაერო, ასევე სახმელეთო საზღავრზეც, სადაც სერბული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების შესვლის შეზღუდვა იგეგმება.

ასევე ნახეთ

ვიოლა ფონ კრამონი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის სამიზნე, ის არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლებიც მხარს უჭერდნენ არჩევნების დაკვირვებას, აპროტესტებდნენ დარღვევებს და ა.შ.

ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ საქართველოში გამჭვირვალე არჩევნებსა და მის გარშემო სამართლებრივ ჩარჩოზე, თუმცა ეს იოლი არაა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია