პოლიტიკა

ყველა ეკონომიკურ-ფინანსურ პირობას უქმნის რუსული პარტია პუტინს უკრაინაში ომისთვის და საქართველოს ოკუპაციისთვის – ლევან ხაბეიშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ რუსეთიდან ფრენების აღდგენას ეხმაურება.

„პუტინს ეს ფრენები სჭირდება სანქცირებული შავი ფულის – „ქეშის“, სანქცირებული ოქროსა და სამხედრო დანიშნულების ჩიპების სამოძრაოდ, გადასატანად. მოსკოვი – თბილისი ავტომობილით რამდენიმე დღე და ხიფათია… რომ არ იწვალონ, ასე პირდაპირ შემოიტანენ ნებისმიერ ვალუტას, ოქროს და აქ დაფუძნებული კომპანიებით, ინდივიდუალური მეწარმეებით, ფიზიკური პირებით იოლად „გაათეთრებენ“.

ამ კორუფციულ მაფიაში, გათვალისწინებული იქნება რუსი ოლიგარქი ივანიშვილი და სუს-ის უფროსი ლილუაშვილი ( ვინც უნდა უზრუნველყოს საზღვარზე პრობლემების, შემოწმების გარეშე „ტვირთის“ შემოტანა – გატანა).

ყველა ეკონომიკურ-ფინანსურ პირობას უქმნის რუსული პარტია პუტინს უკრაინაში ომისთვის და საქართველოს ოკუპაციისთვის.

ამ ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიულ დროს, ყველა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საქმიანობით უნდა დავკავდეთ და ვიბრძოლოთ დაუღლელად, შეუპოვრად. რუსმა ოლიგარქმა ვერ უნდა მოახერხოს, რომ სხვა მისთვის სასურველი თემები მოახვიოს საზოგადოებას თავს. ურთულესი, მაგრამ დაძლევადი ამოცანა გვაქვს. მოქმედება და მხოლოდ მოქმედება“, – წერს ხაბეიშვილი.

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ამას გარდა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია