პოლიტიკა

კვლევის მიხედვით, პრემიერის საქმიანობას „კარგად“ 28%, ხოლო „ცუდად“ 35% აფასებს – გაზრდილია პრეზიდენტის საქმიანობის ნეგატიური შეფასების მაჩვენებელი

პრეზიდენტის საქმიანობის ნეგატიური შეფასების მაჩვენებელი გაიზარდა, – ამის შესახებ NDI-ის კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, კითხვაზე: როგორ შეაფასებდით შემდეგი ინსტიტუტების საქმიანობას? – გამოკითხული მოსახლეობიდან პრეზიდენტის საქმიანობას 12% – კარგად, 43%-საშუალოდ, 40%-ცუდად აფასებს. 5%-მა პასუხი არ იცის. ინფორმაციისთვის, 2022 წლის მარტში, პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხული მოსახლეობის 24% – კარგად, 42%-საშუალოდ, 24%-ცუდად აფასებდა. პასუხი არ იცოდა გამოკითხულთა 9%-მა.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის საქმიანობას, ამავე კვლევის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას, გამოკითხული მოსახლეობის 28% – კარგად, 33%-საშუალოდ, 35%-ცუდად აფასებს. კითხვაზე პასუხი არ იცის 4% -მა. ინფორმაციისთვის, 2022 წლის მარტში, პრემიერის საქმიანობას გამოკითხულთა 26% -კარგად, 32% – საშუალოდ, 36% – ცუდად აფასებდა. პასუხი არ იცოდა გამოკითხულთა 6%-მა.

ამასთან, გამოკითხულთა 9% პარლამენტის საქმიანობას კარგად აფასებს, 45%-საშუალოდ, 41% – ცუდად. კითხვაზე პასუხი არ იცის – 4% -მა.

გარდა ამისა, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა კვლავ ფიქრობს, რომ პარლამენტი მოსახლეობის საჭიროებებს არ პასუხობს.

“პოლიტიკური ლიდერების საქმიანობის შეფასებასა და მოქალაქეების პრიორიტეტებს შორის არსებული უფსკრული არის ნიშანი იმისა, რომ საზოგადოებას სურს პოლიტიკოსებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ერთად იმუშაონ. მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირების ნაცვლად, პოლიტიკურმა აქტორებმა ძალისხმევა მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხების მოგვარებაზე და საზოგადოებაში ნდობის აღდგენაზე უნდა მიმართონ”, – აცხადებს NDI საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილამი.

ცნობისთვის, ანგარიში 14 ივლისიდან – 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია