პოლიტიკა

“ლელო”, ანა დოლიძის “ხალხისთვის” და მოძრაობა “თავისუფლების მოედანი” საარჩევნოდ გაერთიანდა

“ლელო”,  ანა დოლიძის “ხალხისთვის” და მოძრაობა “თავისუფლების მოედანი” საარჩევნოდ გაერთიანდა.

ოპოზიციური ერთობის პრეზენტაცია ევროპის მოედანზე გაიმართა. პრეზენტაციის მსვლელობისას “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარტნიორი პარტია და საზოგადოებრივი მოძრაობა წარადგინა.

“იქნება უფრო დიდი გაერთიანება, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაფართოებულები წარვდგებით საზოგადოების წინაშე”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემპ პრეზენტაციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან.

ახალი პოლიტიკური ცენტრის ლიდერები აცხადებენ, რომ აღნიშნული ძალების გაერთიანება პოლიტიკურ ველზე ახალ მიზიდულობის ცენტრს შექმნის.

„ახლა და აქ, ევროპის მოედანზე, იწყება ნამდვილი ერთობა, ნამდვილი ერთობა ევროპისთვის. ახლა და აქ იწყება ახალი ძალის ნამდვილი, ღირსეული, პროფესიონალი, გამოცდილი პოლიტიკოსების ერთობა და ბრძოლის წამოწყება. ამ პროცესში ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი“, – განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ.

ამასთან, პარტია „ლელოს“ ლიდერებმა ახალი გაერთიანების პრეზენტაციისას აღნიშნეს, რომ გაერთიანების კარი სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისთვის და აქტიური ადამიანებისთვის ღიაა, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნებს გადამწყვეტი და სარეფერენდუმო მნიშვნელობა ექნება.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი – საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს

საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან …

ჩანთების ონლაინ მაღაზია