პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი – დადგა დრო გაბრაზების, ბრძოლის, „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იღებს გადაწყვეტილებას და ფრაქცია აღარ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში, რაც გულისხმობს, არც პლენარულ სხდომებზე, არც საკომიტეტო მოსმენებზე დასწრებას და მონაწილეობას აღარ მივიღებთ არანაირ საპარლამენტო ფორმატში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, ფრაქცია და პარტია გააგრძელებს კონსულტაციებს მანდატების დატოვების თაობაზე.

„გუშინ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით გაფორმდა რუსი ოლიგარქიული რეჟიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამების, არაადამიანური მოპყრობისა და განზრახ მკვლელობის აქტი. სასამართლოს დამოუკიდებლობა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვტილებებით იზომება. ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო ფიქციაა და პოლიტიკური შურისძიების იარაღი.

საზოგადოებამ იხილა პოლიტიკური შურისძიებით ინსპირირებული სამივე ხელისუფლების მიერ შეთანხმებული სისტემური დანაშაულებრივი მოქმედება მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ეს არის რუსული რევანში საქართველოს წარმატების სიმბოლო მიხეილ სააკაშვილზე, ეს გადაწყვეტილება არის  საქართველოს ევროპული პესეპქტივის წინააღმდეგ გადაწყვეტილება, რადგან ჩვენი დასავლელი პრტნიორები სწორედ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჰუმანური, სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინებს უკავშირებენ საქართველოს ევროკავშირის კანდიდტის სტატუსს.

ამ ვითარებაში, როდესაც პოლიტიკური სივრცე აღარ არსებობს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებებისთვის და ხელისუფლება მხოლოდ პოლიტიკური შურისძიების მოტივით მოქმედებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იღებს გადაწყვეტილებას და ფრაქცია აღარ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში, რაც გულისხმობს არც პლენარულ სხომებზე დასწრებას, არც საკომიტეტო მოსმენებზე და მონაწილეობას აღარ მივიღებთ არანაირ საპარლამენტო ფორმატში.

იმავდროულად, ფრაქცია და პარტია გააგრძელებს კონსულტაციებს პროტესტის კიდევ უფრო მძიმე ფორმების შესახებ, საუბარია მანდატების დატოვებაზე. კონსულტაციები გვექნება ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, საპრლამენტო და გარე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ბუნებრივია, პოლიტიკური ვითარების განვითარების კვალდაკვალ, ჩვენ, ფრაქციას, მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, ამ მიმართულებით პროტესტის კიდევ უფრო მძიმე ფორმები გამოვიყენოთ.

ახლა დადგა დრო გაბრაზების, ახლა დადგა დრო პროტესტის, ახლა დადგა დრო ბრძოლის. ყველას მოვუწოდებ, დღეს 17:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან შევიკრიბოთ და ვაჩვენოთ ხელისუფლებას ხალხის ძალა“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია