პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილის თქმით, დეპოლარიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ საპატიმროს სააკაშვილი და გვარამია დატოვებენ

ლევან ბეჟაშვილის თქმით, დეპოლარიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ საპატიმროს მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია დატოვებს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა „ქრონიკასთან“ აღნიშნა, დღევანდელი ევროკავშირის საელჩოდან რჩევა არ უნდა მივიღოთ მხოლოდ ერთი, ცალკე გაკეთებული მოწოდება, არამედ წინა განცხადებებიც უნდა გავითვალისწინოთ.

„ევროკავშირის საელჩოს განცხადება უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, რომელიც წინარე განცხადებებშიც აღნიშნულია და ჩვენი დასავლელი პარტნიორების გაცხადებული პოზიციაა. ეს არის: 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება, ამ ნაწილში დეპოლარიზაციის საკითხის გადაწყვეტა, რაც გათვალისწინებული იქნება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლების შემთხვევაში. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ქვეყანას ექნება კარგი წინაპირობები იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა მიესალმება „ქართული ოცნების“ განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ და მოუწოდებს საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები 12 პრიორიტეტის შესაბამისად საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღწევის მიზნით. ამის შესახებ დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ასევე ნახეთ

მაიკლ ო’ფლაერტი – „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი საქართველოში გამოხატვის თავისუფლებების შეზღუდვების ფართო ნაწილს წარმოადგენს – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სივრცის შევიწროება გრძელდება

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს„უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის საქმეზე მესამე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...