პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი – ადამიანებს სურთ ევროპაში ცხოვრება, გაგონება არ უნდათ ეფესბეს აგენტების, ჯაშუშების, ფარცხალაძის, ღარიბაშვილის, ივანიშვილის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე თბილისში, ვეძისში მოსახლეობას შეხვდნენ.

„შევხვდით ვეძისში საბურთალოზე მოსახლეობას. ადამიანებს, რომლებსაც კონკრეტული პრობლემები აწუხებთ და საერთოდ არ აინტერესებთ ბიძინა ივანიშვილის რუსული თამაშები, მათ აინტერესებთ ერთი რამ – საქართველო როგორ გახდება ევროკავშირის წევრი, საქართველოში როგორ იქნება უსაფრთხოება უზრუნველყოფილი, ეკონომიკური დოვლათი, როგორი იქნება საპენსიო რეფორმა „ნაციონალური მოძრაობის“ და „გამარჯვების პლატფორმის“, როგორი იქნება ჩვენი ეკონომიკური ხედვა. ამ ადამიანებს სურთ ევროპაში ცხოვრება, გაგონება არ უნდათ ეფესბეს აგენტების, ჯაშუშების, ფარცხალაძის, ღარიბაშვილის, ივანიშვილის, ამ ხალხს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და მთავარია ეს გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე და გავაფორმოთ და ამის გასაფორმებლად მნიშვნელოვანია, რომ ლოჯისტიკური ცენტრები გვქონდეს, ყველგან „ნაციონალური მოძრაობა“, „გამარჯვების პლატფორმა“ გაძლიერდეს და ჩვენ აუცილებლად ამ ბრძოლას მივიყვანთ გამარჯვება,“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილი.

„ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრას. ახლა ვიმყოფებით ჩვენ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ვხვდებით ადგილობრივ მოსახლეობას, ვსაუბრობთ კანდიდატის სტატუსზე, იმ სიკეთეებზე რომელიც უნდა მოუტანოს ევროპამ, კანდიდატის სტატუსმა ჩვენს ქვეყანას და ასევე იმ რუსულ საფრთხეებზე, რომელიც რუსი ოლიგარქი ივანიშვილის და მისი მთავრობის სახით ჰყავს  ამ ქვეყანას. რა თქმა უნდა,ასევე გავეცანით და ვსაუბრობთ ადგილობრივ პრობლემებზე, რომელიც მათ ძალიან ბევრი აქვთ და მათი გადაწყვეტის გზებზე. ეს არჩევნები უნდა მოიგოს თავისუფლების მოყვარე ქართველმა ხალხმა. იმ ხალხმა, ვისაც უნდა ევროპა, ვისაც უნდა თავისუფლება და ვისაც უნდა ევროპული კეთილდღეობა მათ ოჯახებში,“ – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ასევე ნახეთ

ევროპარლამენტის 31 დეპუტატი ჯოზეფ ბორელს lსაქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტის 31 დეპუტატი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართავს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია