პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სანქცირებაზე გადაწყვეტილებას მტკიცებულებების გარეშე არ მიღებდა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის თქმით, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ „კლანი“ არსებობს, ეს ადამიანები კი თანამდებობაზე მუშაობას აგრძელებენ, არანორმალური დამოკიდებულებაა და მისი აზრით, ამ მიმართულებით გამოსაძიებელი არაფერია.

ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სანქცირებაზე გადაწყვეტილებას მტკიცებულებების გარეშე არ მიღებდა.

„მოსამართლეებთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, არანაირი კითხვის ნიშანი აღარ არსებობს. ელჩმა განმარტება გააკეთა, რომ საუბარია ქრთამის აღებაზე, ნეპოტიზმზე, დაშინებაზე, პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებაზე. დარწმუნებული ვარ, მტკიცებულებების გარეშე ეს გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული. ამ წლების განმავლობაში პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და ქვეყნის გარედან ჩვენი პარტნიორები საუბრობდნენ საქართველოში სასამართლო „კლანზე“, ნეპოტიზმზე და კორუფციაზე. ამაზე არაერთი მტკიცებულება არსებობს”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

„იმ მოსამართლეებმა უნდა იფიქრონ, ვისაც, სავარაუდოდ, სანქცია ელოდება, მეტიც – როდესაც აშშ ზეწოლასა და ქრთამზე საუბრობს, ე.ი. ვიღაცის მხრიდან იყო ქრთამი მიწოდებული, ამიტომ პროკურორებსაც არ უნდა ეძინოთ მშვიდად და იმ თანამდებობის პირებსაც, ვინც ღამის ზარებს ახორციელებენ და პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ. თუ ისინი ჭკუაზე არ მოვლენ, სხვებსაც შეექმნებათ ეს პრობლემები. ისინიც იქნებიან სანქცირებულები, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები, ისევე როგორც პარლამენტის დეპუტატები, რომლებმაც „რუსულ კანონს“ მისცეს ხმა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ასევე ნახეთ

ნინო წილოსანი – როგორ მიმდინარეობს აშშ-ში საარჩევნო პროცესები? ალბათ, უფრო მეტი ძალისხმევით უნდა და კონცენტრირდნენ თავიანთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე

ის ციტატები, რაც ამ ანგარიშიდან წამიკითხეთ, იმის ფიქრის საშუალებას მაძლევს, რომ ეს ანგარიში საქართველოზე არ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია