პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი – “გამარჯვების პლატფორმა“ შექმნილია მიხეილ სააკაშვილის გარშემო და, ცხადია, პრეზიდენტი სააკაშვილი ჩართული იქნება ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში

“გამარჯვების პლატფორმა“ შექმნილია მიხეილ სააკაშვილის გარშემო და, ცხადია, პრეზიდენტი სააკაშვილი ჩართული იქნება ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში, ის იქნება მთავარი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, „გამარჯვების პლატფორმის“ თანამშრომლობა დაფუძნებულია თანასწორობაზე.

„მე მოვუწოდებ ყველას, ვისაც ისტერიკები აქვს უფროს-უმცროსობაზე, ჩვენ ეგ არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს საქმე, ხალხი, ჩვენი ხალხის მსახურება და ამ ხალხის პრობლემებზე ორიენტირება, მოქმედებაში მოყვანა, რათა ეს პრობლემები გადაიჭრას. დანარჩენი – ბლა-ბლა-ბლა და სისულელეები – არავის აინტერესებს.

ეს არის „გამარჯვების პლატფორმა“. ჩვენ აუცილებლად დავარწმუნებთ თითოეულ მოქალაქეს, რომ რუსი ოლიგარქის დასამარცხებლად ძალა არის მის ხელში. ამ ქვეყანაში რუსული მთავრობა არ უნდათ და უნდათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ამაზე ყველა კვლევა საუბრობს, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდაჭერას არცერთ კვლევაში არ აქვს, ფატობრივად, 90%-ზე ნაკლები“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ასევე ნახეთ

ნინო წილოსანი – როგორ მიმდინარეობს აშშ-ში საარჩევნო პროცესები? ალბათ, უფრო მეტი ძალისხმევით უნდა და კონცენტრირდნენ თავიანთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე

ის ციტატები, რაც ამ ანგარიშიდან წამიკითხეთ, იმის ფიქრის საშუალებას მაძლევს, რომ ეს ანგარიში საქართველოზე არ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია