პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი – ნაციონალური მოძრაობა-გამარჯვების კოალიცია“ მზად არის, კოალიციის მთავარი ლიდერი იყოს პრეზიდენტი სააკაშვილი

ნაციონალური მოძრაობა-გამარჯვების კოალიცია“ მზად არის, კოალიციის მთავარი ლიდერი იყოს პრეზიდენტი სააკაშვილი და უშუალოდ იყოს ჩართული ყოველდღიურ საქმიანობაში, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს შეუძლია საზოგადოების გაერთინება, რაც უკვე გაუკეთებია, მას შეუძლია, ქართველ ხალხს დაეხმაროს ევროკავშირისკენ სწრაფად გაწევრიანებაში.

„მინდა, გამოვეხმაურო მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას „ნაციონალური მოძრაობის“ ბორდის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით. ყველას კარგად გვესმის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება მთავარი ადამიანი, ვინც უდიდეს და მთავარ როლს შეასრულებს გაჭირვებისა და ივანიშვილის დამარცხებაში. პრეზიდენტ სააკაშვილს შეუძლია, გააერთიანოს საზოგადოება, რაც ერთხელ უკვე გაუკეთებია, მას შეუძლია, ქართველ ხალხს დაეხმაროს ევროკავშირისკენ არათუ სწრაფვაში, არამედ სწრაფად გაწევრიანებაში და ეს მას გაუკეთებია. ყველას კარგად მოეხსენება მისი ამ შესაძლებლობების შესახებ ივანიშვილისგან და მისი გუნდისგან განსხვავებით.

ცხადია, „ნაციონალური მოძრაობა-გამარჯვების კოალიცია“ მზად არის, ამ გამარჯვების კოალიციის მთავარი ლიდერი იყოს პრეზიდენტი სააკაშვილი და უშუალოდ იყოს ჩართული ყოველდღიურ საქმიანობაში. ფაქტობრივად, ეს ამ დროის განმავლობაში ასეც არის და ცხადია, ჩვენ კომუნიკაციის რა შესაძლებლობაც გვაქვს, ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ აპირებს, სათავეში ჩაუდგეს „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს.

ასევე ნახეთ

ვიქტორ ორბანი – ირაკლი კობახიძე არის მთავრობის მეთაური, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა – გამოწვევების მიუხედავად, როგორ შეიძლება, ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნება, ეს ნამდვილადაა გროსმაისტერის უნარი

ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად, ახერხებს ქვეყანაში ეროვნული იდენტობისა და კულტურის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია