Breaking News

ლიეტუვის პრეზიდენტი – შუა გზას ვერ აირჩევთ : მიდიხართ დასავლეთისკენ, ან აღმოსავლეთისკენ

იმედგაცრუებული ვარ არა მხოლოდ არჩევნების შედეგებით, არამედ უამრავი დარღვევით საარჩევნო პროცესში. ეს არის შეშფოთების საკითხი, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით.

ნაუსედამ აღნიშნა რომ, არ შეიძლება ერთდროულად საუბრობდე ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებაზე და ამავდროულად დააწესო საწინააღმდეგო კანონები, მიიღო ზომები და გამოიყენო შეურაცხმყოფელი რიტორიკა დემოკრატიული დასავლეთის მიმართ.

მისი თქმით, საჭიროა საარჩევნო პროცესის საერთაშორისო, დამოუკიდებელი გამოძიება.

„არ მჯერა, რომ ქართულ ინსტიტუტებს ამის გაკეთება შეუძლიათ. ძალიან გულუბრყვილო იქნება იმის დაჯერება, რომ მათ ეს შეუძლიათ. ვფიქრობ, საჭიროა საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიება პროცესში. საარჩევნო პროცესში რუსეთის ჩარევის მასშტაბი და ინტენსიურობა ისეთი დიდი იყო, როგორც არასდროს და ეს არის შეშფოთების საკითხი. მე არ ვსაუბრობ მხოლოდ საქართველოზე, მე ვსაუბრობ მოლდოვაზეც, მაგრამ მოლდოვაში არჩევნებს შედეგი განსხვავებული იყო“, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, რა იქნება ევროკავშირის პასუხი საქართველოს მიმართ, ნაუსედამ უასუხა:

„საკმარისია მკაფიო სიგნალის გაგზავნა: მეგობრებო, თუ ამას აკეთებთ, არ უნდა ელოდოთ, რომ ევროკავშირს მიუახლოვდებით. თქვენ საპირისპირო მიმართულებით მოძრაობთ, სცილდებით ევროკავშირს. ვფიქრობ, ეს სიგნალი მიღებული და გაგებული უნდა იქნას და იმედი მაქვს, საქართველოს ჯერ კიდევ შეუძლია, შეცვალოს კურსი, მაგრამ ამ დროისთვის ვერ ვხედავ დიდ ალბათობას, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება“, – აღნიშნა გიტანას ნაუსედამ.

ამასთან, კითხვაზე, მოახერხებს თუ არა ამას ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში, გიტანას ნაუსედამ უპასუხა:

“რასაკვირველია, ყველა პროცესის უკან ეს პიროვნება დგას და ვხედავთ, რამდენად ღრმა და ინტენსიურია რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობები. ეს არის იმის მიზეზი, რომ ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ევროკავშირთან დაშორებაზე, არამედ ასევე რუსეთის ფედერაციასთან მიახლოებაზე. შუა გზას ვერ აირჩევთ : მიდიხართ დასავლეთისკენ, ან აღმოსავლეთისკენ”, – აღნიშნა ნაუსედამ.

Check Also

ნიკა მელია – არათუ არ დააზიანებს, არამედ სახელმწიფო ინტერესს ატარებს ამ შინაარსის განცხადება, წერილი

კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ჯოზეფ ბორელისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია