პოლიტიკა

ლიზ ტრასი: ახალ ეპოქას ვიწყებთ ჩვენი ქვეყნის ბრწყინვალე ისტორიაში – ღმერთო, დაიფარე მეფე

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ლიზ ტრასმა პატივი მიაგო გარდაცვლილ დედოფალ ელისაბედ II-ს და მხარდაჭერა და ლოიალობა გამოუცხადა ახალ მონარქს.

„ჩვენ ვიწყებთ ახალ ეპოქას ჩვენი დიდი ქვეყნის ბრწყინვალე ისტორიაში ზუსტად ისე, როგორც მისი უდიდებულესობა ისურვებდა, შემდეგი სიტყვების წარმოთქმით: ღმერთო, დაიფარე მეფე“, – აღნიშნა ლიზ ტრასმა.

ლიზ ტრასის თქმით, დედოფლის ერთგულება მოვალეობისადმი იყო მაგალითი ყველასთვის და დღეს დიდი დანაკარგის დღეა.

პირველად 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, გაერთიანებულ სამეფოში მონარქი შეიცვალა. დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ, პრინცი ჩარლზი ავტომატურად გახდა დიდი ბრიტანეთის მეფე.

ასევე ნახეთ

მიხეილ ყაველაშვილი – აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია