პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა – ოპოზიცია აპირებს ფიზიკურად ბრძოლას, რათა ეს კანონი არ გაიტანონ, ჯერი არის თქვენზე, ხელები არ ჩამოვუშვათ, არ დავნებდეთ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის შენობიდან აქციის მონაწილეებს მიმართა.

ხაბეიშვილის თქმით, ოპოზიცია აპირებს ფიზიკურად ბრძოლას, რათა ხელი შეუშალოს „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღებას და მოქალაქეებს მოუწოდა, არ დანებდნენ.

„მინდა, ერთი რამ გთხოვოთ და გაითვალისწინოთ, ეს არ არის პარტიული საქმე, ეს არ არის რომელიმე პარტიის საქმე, ეს არ არის ვინმეს ვიწრო ინტერესი, ეს არის ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმე. ჩემო ძვირფასებო, ვისაც არ მოგწონთ კონკრეტული პარტია, თქვენი ქვეყანა ხომ გიყვართ? ჩვენ ვიბრძოლებთ ფიზიკურად, ერთ საათში არის ბიუროს სხდომა. ოპოზიცია აპირებს იქაც ფიზიკურად ბრძოლას, რათა ეს კანონი არ გაიტანონ. დანარჩენი არის ქართველ ხალხზე, ჯერი არის თქვენზე. ხელები არ ჩამოვუშვათ, არ დავნებდეთ“, – მიმართა ლევან ხაბეიშვილმა აქციის მონაწილეებს.

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

ფოტო: 1tv.ge

ასევე ნახეთ

შსს – მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილე პირებს, შეკრება-მანიფესტაცია გამართონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, უწყების შესაბამისი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია