პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე – მოვითხოვ, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელისუფლებას, ამის განმუხტვა არის შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ თქვენ მიერ ამ კანონის გამოტანით

მოვითხოვ, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელისუფლებას, ამის განმუხტვა არის შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ თქვენ მიერ ამ კანონის გამოტანით, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

„67 წლის წინ, 9 მარტს საბჭოთა არმიამ დაარბია ჩვენი თავისუფლების მოყვარული ხალხი, რომელიც გამოვიდა რუსთაველზე და ითხოვდა თავისუფლებას, რომ დაეხსნა თავი იმპერიისგან. 67 წლის წინ, 9 მარტს. სულ რამდენიმე წუთში დადგება 9 მარტი და, მგონი, არავის, ვინც ახლა მისმენს, არავის არ უნდა იმ ტრაგედიის გამეორება, რაც 9 მარტს მოხდა ან 9 აპრილს.

მინდა, მივმართო ხელისუფლებას – ის, რაც ხდება, არის მათი სრული პასუხისმგებლობა. გამოსულია აქ ახალგაზრდობა, ბავშვები, რომლებიც ითხოვენ ერთ რამეს, რომ ჩვენი ქვეყანა არ შევიდეს და არ შეიყვანოს „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა იქ, საიდანაც გამოსვლას დასჭირდა თაობები და ბევრი სიცოცხლე და ბევრი ადამიანის სიკვდილი დაჯდა ეს ყველაფერი.

ამიტომ მოვითხოვ, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელისუფლებას. ამის განმუხტვა არის შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ თქვენ მიერ ამ კანონის გამოტანით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ფოტო: 1tv.ge

ასევე ნახეთ

შსს – მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილე პირებს, შეკრება-მანიფესტაცია გამართონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, უწყების შესაბამისი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია