პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე – ვენეციის კომისიის დასკვნა, სამწუხაროდ, შეუძლებელს ხდის მოლაპარაკებები გავხსნათ ევროკავშირთან – ეს არის “ოცნების” “რუსული პოლიტიკის” შედეგი

ვენეციის კომისიის დასკვნა, სამწუხაროდ, შეუძლებელს ხდის მოლაპარაკებები გავხსნათ ევროკავშირთან – ეს არის “ოცნების” “რუსული პოლიტიკის” შედეგი, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საფუძველს აძლევს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე მუშაობა დაიწყონ.

„ვენეციის კომისიის დასკვნა, სამწუხაროდ, შეუძლებელს ხდის მოლაპარაკებები გავხსნათ ევროკავშირთან საქართველოს გაწევრიანებაზე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კი, საფუძველს აძლევს დაიწყონ მუშაობა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე.

ეს არის “ოცნების” “რუსული პოლიტიკის” შედეგი. ეს არის პირდაპირი გზავნილი!

“რუსული კანონი” არღვევს საქართველოს მიერ ევროკონვენციით აღებულ ვალდებულებებს.

ამის შემდეგ სათქმელი აღარაფერი დარჩა, “ოცნების” ხელისუფლება საქართველოს დეკლარირებულ და კონსტიტუციით დადგენილ ინტერესებს ღალატობს!

გააჩერეთ ეს კანონი!“, – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ასევე ნახეთ

მამუკა მდინარაძე – რაც არ უნდა რუსული გვეძახონ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ მართლები ვართ და საკუთარი შვილების ინტერესებს ვწირავთ სხვისი შვილებისთვის

ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და ამიტომ ვართ ამაყები ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია