პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

”ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მას პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებენ.

ადვოკატი განმარტავს, რომ ირაკლი კობახიძემ მამუკა ხაზარაძის მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს მამუკა ხაზარაძე წინა ხელისუფლების დროს არსებული „რეკეტის სქემებში“ მონაწილეობდა. ისინი ირაკლი კობახიძისგან გავრცელებული ცრუ ცნობების უარყოფას ითხოვენ.

„10 სექტემბერს, ირაკლი კობახიძის მიერ მამუკა ხაზარაძის მიმართ ცილისმწამებლური ცნობები გავრცელდა, თითქოს მამუკა ხაზარაძე წინა ხელისუფლების დროს არსებული „რეკეტის სქემებში“ მონაწილეობდა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება და არის ცრუ ფაქტების გავრცელება. ამიტომ, ჩვენგან შემოვიდა სარჩელი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფის მოთხოვნით. შესაბამისად, ვითხოვთ ირაკლი კობახიძისგან მის მიერ გავრცელებული ცრუ ცნობების უარყოფას. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც და 2018 წლიდან, მამუკა ხაზარაძის მიმართ ჯერ იყო სისხლის სამართლის საქმე, რომელიც როგორც შემდეგ გაირკვა, ანაკლიის პროექტს უკავშირდებოდა, იქაც ასეთი ტიპის განცხადებები კეთდებოდა პროკურატურის მხრიდან, თითქოს ფულის გათეთრება ხდებოდა“,-განაცხადა ადვოკატმა.

ზვიად კორძაძის თქმით, ელოდებიან, რომ სასამართლო განიხილავს და სარჩელს დააკმაყოფილებს.

„ეს მუხლი ითვალისწინებს შემდეგს – თუკი სასამართლომ დაადგინა, რომ ეს ცნობები არ შეესაბამება სინამდვილეს, ამ ცნობების უარმყოფელი განცხადების გავრცელებას საინფორმაციო საშუალებებით ან იმ ფორმით, რასაც სასამართლო დაადგენს”,-განაცხადა ზვიად კორძაძემ.

ასევე ნახეთ

სალომე ზურაბიშვილი – მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დაუყონებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა

საქართველოს პრეზიდენტი მიმატმრთავს შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა. ”მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია