პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე – არ შეიძლება, სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს საქართველოს ევროპული მომავალი

არაფერი შეიძლება იყოს იმაზე ცრუ ნარატივი, იმაზე დიდი თავხედობა საქართველოს მიმართ, როგორც სააკაშვილის სპეკულაციური და თაღლითური თემის დაკავშირება საქართველოს ევროპულ მომავალთან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ქმედებები საქართველოს ევროპული მომავალი ვერ იქნება.

„საქართველოს ევროპული მომავალი ვერ იქნება სააკაშვილი და მისი ქმედებები, მისი წარსული, მისი აწმყო და მომავალი. სააკაშვილი არის ამ ქვეყნის ბნელი წარსული. ადამიანს შეუძლია, მეტი შეჭამოს და მისი ე.წ. პრობლემა აღმოიფხვრას. მის ჭამასა და კუჭზე თუ ვართ დამოკიდებული, მაშინ ამ ქვეყანას მომავალი არ ჰქონია. ამ ქვეყანას მომავალი აქვს. ამ ქვეყანას ვერც სანქციას დააკისრებს ვერავინ და ვერც ვერავინ დაემუქრება იმის გამო, რომ სააკაშვილი საჭმელს არ ჭამს. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. დაინტერესებული პირებისგან ყოველთვის შეიძლება იყოს ასეთი განცხადებები, მაგრამ რეალობა სხვაა. არ შეიძლება, სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს საქართველოს ევროპული მომავალი და ასეთი რაღაც შთაგონებები, შეგონებები, მუქარები წარმოუდგენელი, დამაზიანებელი, ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია, რადგან საქართველოს ყველა მოქალაქემ იცის, რომ ეს კაცი არის ბნელი წარსული, იმ სისტემის შემქმნელი, რომელიც პატიმრებს აწამებდა, აუპატიურებდა, კლავდა ციხეში. ასეთი სისტემის შემქმნელი ე.წ. პრეზიდენტის კუჭზე საქართველოს ევროპული მომავალი ვერ გავა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია