პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე – არანაირი საომარი მოქმედებები არ იქნება, ვერავინ გვაიძულებს, ეს ქვეყანა დავღუპოთ

ეს არის არა მხოლოდ შანტაჟი, არამედ პასუხი უარზე, საქართველო ჩაერთოს სამხედრო მოქმედებებში და რუსეთთან ომში, არანაირი საომარი მოქმედებები არ იქნება, ვერავინ გვაიძულებს, ეს ქვეყანა დავღუპოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ყველას კარგად გვახსოვს, რომ უკრაინის რიგი მაღალჩინოსნები და უმაღლესი თანამდებობის პირები სამწუხაროდ, პირდაპირ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ“.

„აქ ირიბ და სხვა სახის მინიშნებებზე ვერ ვილაპარაკებთ, უკრაინის რიგი მაღალჩინოსნები და უმაღლესი თანამდებობის პირები სამწუხაროდ, პირდაპირ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ. ეს ფაქტია, შეფასებას არ ექვემდებარება. ამ ფაქტს, შემდეგ ამაზე უარს პასუხად მოყვა კონკრეტული საქართველოს მოქალაქეების დასანქცირება. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა ამავდროულად შანტაჟია, რომ აწი მაინც, რამენაირად იქნას უზრუნველყოფილი საქართველოს ომში ჩართვა. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი, ამ ქვეყნის და მისი ხელისუფლების და ქართველი ხალხის პასუხია, ყველამ თავი უნდა დაანებოს საქართველოს, ან მისი რომელიმე მოქალაქის დაშანტაჟებას ამ ქვეყნის ომში ჩართვის მიზნით.

არანაირი საომარი მოქმედებები არ იქნება, ვერავინ გვაიძულებს, რომ ეს ქვეყანა დავღუპოთ. ჩვენ გამოვდივართ ქართველი ხალხის ნებისგან, რომ ავირიდოთ საომარი მოქმედებები და არც ერთ იმგვარ მოქმედებაზე არ წავიდეთ, რომელიც არ გამომდინარეობს საქართველოს ერთი მხრივ სუვერენული და მეორე მხრივ, ეროვნული და ხალხის ინტერესებიდან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე ნახეთ

გიორგი ვაშაძე – მივმართავ საჯარო მოხელეებს, რაც არ უნდა დაგაშინონ და შეგაშინონ, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით

ხელისუფლება კიდევ ერთ დიდ სისუსტეს აჩვენებს, როდესაც იძულებით ცდილობს საჯარო მოხელეები ჩამოიყვანოს თბილისში და აქცია …

ჩანთების ონლაინ მაღაზია