პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე – ბრეივიკმა ხელი თავად გამოკრა სასხლეტს, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა შექმნა სისტემა, სადაც სასხლეტზე ხელის გამომკვრელი ბევრი ადამიანი იყო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების დარგში ჯილდოს გადაცემა ქართველი ხალხისადმი უკიდურესი ცინიზმია.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, სააკაშვილმა შექმნა სისტემა, სადაც „სასხლეტზე ხელის გამომკვრელი ბევრი ადამიანი იყო“.

„ბრეივიკმა ხელი თავად გამოკრა სასხლეტს, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა შექმნა სისტემა, სადაც სასხლეტზე ხელის გამომკვრელი ბევრი ადამიანი იყო. ეს ძალიან სერიოზული განსხვავებაა. უკიდურესი ცინიზმია, რომ მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ჯილდო მიანიჭო. საპირისპირო მტკიცებულებები და სააკაშვილის გათეთრება არის უკიდურესი ცინიზმი ქართველი ხალხის მიმართ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ

ასევე ნახეთ

ალეკო ელისაშვილი კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის მიზეზით დააკავეს

ალეკო ელისაშვილი დაამავედ. როგორც შსს-ში აცხადებენ, პარტია “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს დილით, გამთენიისას, თბილისის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...