პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობაზე“: მართლა საოცარი ხალხია, რისი დატრიალებაც ქვეყანაში სურდათ, საკუთარ ჩამოშლილ პარტიაში დაატრიალეს

მამუკა მდინარაძე „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, რომელშიც სავარაუდოდ გიული ალასანია ფიგურირებს. შესაბამისი პოსტი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.

„გუშინდელი ჩანაწერის ათასგვარი ინტერპრეტაცია მოვისმინე და წავიკითხე. რეალურად, ამ ჩანაწერით მელიამ სააკაშვილის ფლანგი თავიანთ საერთო პატრონებთან და დავალების მიმცემებთან ჩაუშვა და მტკიცებულებაც დაუდო, ესენი რუსულ ინტერესებსაც ითვალისწინებენ დღემდე და ხანდახან მათი აზრი დასავლეთის აზრზე უფრო აინტერესებთო.

ამავე დროს, თავიანთ ისედაც იმედგაცრუებულ მომხრეებშიც ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა და თავისი გინების გამართლება და გადაფარვაც სცადა.რეალობა ეს არის და შეთქმულების თეორიების გამოგონება ამ ამბავს არ ჭირდება. მართლა საოცარი ხალხია, რისი დატრიალებაც ქვეყანაში სურდათ, საკუთარ ჩამოშლილ პარტიაში დაატრიალეს“, – წერს მდინარაძემ.

აუდიომასალა, რომელიც, სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდეა ჩაწერილი, „რუსთავი2-ს“ წყარომ მიაწოდა. 

„ავთენტიკურობა ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა დიდი ალბათობით ფრაზები, რომელიც მასალაში ისმის, გიული ალასანიას ეკუთვნის.

სააკაშვილის დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორი – ციტატა: “მთავარი ის არის რუსეთი რას ფიქრობს ამ მომენტში” – ამბობს ალასანია, რომელსაც შიში აქვს და არ იცის რა დახვდება მის შვილს საქართველოში.

და კიდევ ერთი ფრაზა, რომელიც თავდაყირა აყენებს მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილ საკუთარ პროდასავლურ ბიოგრაფიას – ” არ ვიცი, შეიძლება ისევ თვითონ რუსეთმა არ ჩათვალოს საჭიროდ.” რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი წყვეტდა ყოფილი პრეზიდენტის უკრაინიდან საქართველოში დაბრუნებას.

ჩანაწერი გაკეთებულია ექსპრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლამდე. წუთნახევრიან სკანდალურ მასალაში, დიდი ალბათობით გიულ ალასანია ასევე საუბრობს ოპოზიციაზე, რომელსაც ბუნებით პარაზიტებს უწოდებს და ამბობს, რომ ისინი მუდამ მისი შვილის ხარჯზე იყვნენ.

ახსენებს გიორგი გახარიას, რომელსაც ვიღაცა მომავლისთვის ამზადებს, მაგრამ ამ მომენტში ვერაფერს ბევრს ვერ მოიტანს, ახსენებს ივანიშვილს, რომელიც რუსებს არ უნდათ და საუბრობს ერთ-ერთ მედიასაშუალებაზე, რომელსაც მასალებს რუსები აწვდიან.

აუდიო მასალაში, რომელიც არ არის უწყვეტი, არ ჩანს ვის ესაუბრება მიხეილ სააკაშვილის დედა. თუმცა ჩანს მთავარი: რუსული ხელი და რუსეთის ფაქტორი იმ მოვლენებში, რაც ქართულ პოლიტიკაში ბოლო წელიწადნახევარია ხდება“, – წერს „რუსთავი2“.

 

 

ასევე ნახეთ

ვიოლა ფონ კრამონი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის სამიზნე, ის არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლებიც მხარს უჭერდნენ არჩევნების დაკვირვებას, აპროტესტებდნენ დარღვევებს და ა.შ.

ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ საქართველოში გამჭვირვალე არჩევნებსა და მის გარშემო სამართლებრივ ჩარჩოზე, თუმცა ეს იოლი არაა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია