პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე – ოპოზიციური პარტიები მაქსიმალურად ცდილობენ, საბოტაჟი გამოუცხადონ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას და ახალი სიტყვა გამოიგონეს – მრავალწახნაგოვნება

ოპოზიციური პარტიები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საბოტაჟი გამოუცხადონ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს და ახალი სიტყვა გამოიგონეს – მრავალწახნაგოვნება. ეს იმისთვის, რომ თან აქ მოვიდნენ და თან მათი დესტრუქციული ქმედებები და ე.წ. პროტესტი გამართლდეს ქუჩაში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას არ სურს, რომ რეკომენდაციები შესრულდეს.

„ხედავენ, რომ მმართველი გუნდის მიერ წარმოებული პროცესი იგივე გრაფიკში ზის, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, ათეულობით შეხვედრა გაიმართა აგვისტოში, რამაც უზრუნველყო გეგმის ამ ეტაპამდე მოყვანა და დედლაინის შესაბამისად წარმართვა. მათ აშფოთებთ, რომ ყველა რეკომენდაცია დათქმულ ვადაში სრულდება და ეს არ აწყობთ. მათ ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი არ უნდათ იმის წარმოდგენა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ რეკომენდაციები შესრულდება და გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ისინი აწარმოებენ საბოტაჟს და ამას როგორ შეფუთავენ, ეს არის პიარული საკითხი და აქაც კი სუსტები არიან“ – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია