პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე – პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი, რეგლამენტის თანახმად, მეორე მოსმენაზე ჩავარდება, გიდასტურებთ, ჩავარდნა ამ საკითხს პროცედურულად გადაწყვეტს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია, პროცედურის მიხედვით, ის პარლამენტის სხდომაზე მეორე მოსმენით გავა და ჩავარდება.

„რაც შეეხება პროცედურულ ნაწილს, რომელზეც უკვე ჩვენი გადაწყვეტილების შემდეგ დაისვა კითხვები, შემიძლია, გითხრათ, უკვე რა მოხდა და როგორ გაგრძელდება პროცესები. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში თავისი წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ. შესაბამისად, ვენეციის კომისიას ჩვენ აღარ ვთხოვთ, რომ ამ კანონპროექტებზე მოხდეს განხილვა და დასკვნის გამოგზავნა. „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული ერთ კანონპროექტზე, რომელზეც შესაძლებელი იყო პროცედურულად, უკვე გამოხმობილია და გაგზავნილია წერილი პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, იმის შესახებ, რომ ის არის უკვე გამოწვეული.

რაც შეეხება მეორე საკითხს, შეიძლება, ეს გარკვეული ფორმალობაც იყოს, მაგრამ იმისთვის, რომ ყოფილიყო ფორმალიზება, მიწერილია წერილი მათივე მხრიდან, რომ უარს ამბობენ ამ კანონპროექტის მხარდაჭერაზე. რაც შეეხება კანონპროექტს, რომელიც პირველი მოსმენით არის მიღებული, და მისი გამოწვევის გზებს, როგორც წესი, საქართველოს რეგლამენტის თანახმად, მეორე მოსმენით გავა და მეორე მოსმენის დროს ჩავარდება. ამის შესახებ პოლიტიკურ განცხადებას კიდევ ერთხელ ვაკეთებ და გიდასტურებთ, რომ ჩავარდნა იქნება ის, რაც პროცედურულად გადაწყვეტს ამ საკითხს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე ნახეთ

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

„ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ამნისტიის შესახებ“ პარლამენტმა დღეს 82 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია