პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე პრეზიდენტზე: ერთი მხრივ მას ეშინია საზოგადოების რეაქციის, რადგან უნდა შეიწყალოს მკვლელი რეჟიმის შემქმნელი და მეორე, მას აქვს სხვაგვარი ზეწოლა როგორც გარე ძალებისგან, ასევე „ნაციონალური მოძრაობისგან“

აქციაც ყოფილა მისი [სალომე ზურაბიშვილი] რეზიდენციის წინ, გარედან და შიგნიდან მოწოდებებიც ყოფილა და ეს თურმე ზეწოლა არ არის და ზეწოლა არის მხოლოდ გაუბედურებული ოჯახების მოწოდება, რომ სააკაშვილი არ შეიწყალოს, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილმა მეორე ტურში იმდენი ხმა მიიღო, რამდენი ამომრჩეველი „ქართულ ოცნებასაც“ კი არ ჰყავდა. „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის გარდა, იქ იყო ამომრჩეველი, რომელმაც ხმა მისცა იმას, რომ ნაცმოძრაობის კანდიდატი არ მოსულიყო საქართველოს პრეზიდენტად. ამ ფონზე წარმოუდგენელია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ მისი ამომრჩევლის დაკვეთა იყოს სააკაშვილის შეწყალება, როდესაც მის წინააღმდეგ აქვს ამ ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას ხმა მიცემული.

ერთი მხრივ მას ეშინია საზოგადოების უმძაფრესი რეაქციის, რადგან უნდა შეიწყალოს მკვლელი სისტემის, რეჟიმის შემქმნელი და მეორე, მას აქვს სხვაგვარი ზეწოლა, კიდევ უფრო მძაფრი, როგორც გარე ძალებისგან, ასევე „ნაციონალური მოძრაობისგან“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მის რეზიდენციასთან შეკრებილ მოქალაქეებს ასე მიმართა: აქ რომ მოვარდით, მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ჩემს შესახებ მათივე შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007-ში, როცა უკვე მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები?

ასევე ნახეთ

გიორგი ვაშაძე – მივმართავ საჯარო მოხელეებს, რაც არ უნდა დაგაშინონ და შეგაშინონ, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით

ხელისუფლება კიდევ ერთ დიდ სისუსტეს აჩვენებს, როდესაც იძულებით ცდილობს საჯარო მოხელეები ჩამოიყვანოს თბილისში და აქცია …

ჩანთების ონლაინ მაღაზია