პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ პრეზიდენტის არჩევისთვის ვიწვალეთ, ახია ჩვენზე რომ იტყვიან, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე კითხვა-პასუხის რეჟიმი არ იქნება, შესაბამისად, არ იქნება შესაძლებლობა მას კითხვები დაუსვან. ასე უპასუხა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას, დაუსვამენ თუ არა უმრავლესობის წევრები კითხვას ზურაბიშვილს მის განცხადებაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.

„გირჩევთ, რომ გაეცნოთ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს, რომელსაც ვერ გადავალთ და დამატებით თქვენ რომ შეკითხვებს გვიკვეთთ, ამ დაკვეთის შესრულება შეგვიძლია თუ არა [ნახავდით] და ამ კითხვას აღარ დამისვამდით. ვერ დავუსვამთ ამ კითხვას, ფორმატი ეს არ არის. ასე კითხვა-პასუხის ფორმატი არ არის“, – განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს, ექნება თუ არა კიდევ ამაზე საუბარი პრეზიდენტს, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ნაცვლად წინასწარ ვერ ისაუბრებს.

„არ ვიცი, მე მოლოდინი როგორ ვთქვა. ქალბატონი სალომეს მაგივრად როგორ ვილაპარაკო წინასწარ. ხშირად არის არაობიექტური შეფასებები. ხანდახან ადამიანს გიჩნდება განცდა, რომ რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის ჩვენს მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ, რაც ჩვენ ვიწვალეთ, ახია ჩვენზე რომ იტყვიან, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე“, – განაცხადა მდინარაძემ.

31 მარტს, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზინდენტის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენენ. პრეზიდენტის გამოსვლის შემდგომ, ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები გამოვლენ სიტყვით. რეგლამენტის მიხედვით, სხვა სახის გამოსვლები და კითხვები სხდომაზე არ იქნება.

ასევე ნახეთ

ვიოლა ფონ კრამონი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის სამიზნე, ის არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლებიც მხარს უჭერდნენ არჩევნების დაკვირვებას, აპროტესტებდნენ დარღვევებს და ა.შ.

ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ საქართველოში გამჭვირვალე არჩევნებსა და მის გარშემო სამართლებრივ ჩარჩოზე, თუმცა ეს იოლი არაა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია