Breaking News

მამუკა ხაზარაძე 9 პუნქტიან ჩამონათვალს ასაჯაროებს, რომელზეც, თავდაპირველად პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერთან, გიორგი გახარიასთან შეთანხმდა

“ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე იმ 9 პუნქტიან ჩამონათვალს ასაჯაროებს, რომელზეც, მისი თქმით, თავდაპირველად პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერთან, გიორგი გახარიასთან შეთანხმდა.

9 პუნქტიან ჩამონათვალს, რომელსაც ხაზარაძე საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ:

„ეს იყო რაზეც შევთანხმდით:

  1. გამოვდივართ ერთი საარჩევნო ნომრით 9, საპარლამენტო არჩევნებში და ვაგრძელებთ ბრძოლას ევროპული გზის გადასარჩენად, რისთვისაც ერთობლივი სამოქმედო გეგმა არის „ქართული ქარტია“.
  2. ვთანხმდებით და ვადასტურებთ, რომ არ შევქმნით კოალიციას პარტია „ქართულ ოცნებასთან“ და შევქმნით მომავალ მთავრობას პრეზიდენტთან აქტიური კონსულტაციით.
  3. გახარია თავად არ იქნება „ძლიერი საქართველოს“ პარტიულ სიაში. ხაზარაძეც მზადაა ანალოგიური ნაბიჯისთვის ( გუშინ დაზუსტდა, თუ ეს პრობლემაა მაშინ ჩავეწეროთ ორივე).
  4. ხაზარაძის და გახარიას გუნდი თანაბრად გაინაწილებენ სიაში მანდატებს, დანარჩენი მანდატები განაწილდება კოალიციის სხვა წევრებზე ორივე მხრიდან პრინციპით მაგალითად 10-10 „ლელო“/ გახარია, ზემოდან თანაბრად ორივე მხრიდან კოალიციის სუბიექტები( სხვა დეტალები დასაზუსტებელია).

P.S.მან თქვა, რომ ორი პარტია უერთდება.

  1. გახარიას პარტიის პროგრამული პრიორიტეტების გაერთიანებას „ძლიერი საქართველოს“ პროგრამაში და მისი გუნდის მიერ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ამ პროგრამის და მისი მთავარი გზავნილების მხარდაჭერას, მათ შორის, ანაკლიის მშენებლობაზე, როგორც ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი.
  2. ყველაფერს გავაკეთებთ ანაკლიის პროექტის დასრულებისთვის, ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან პროექტში დასავლური პარტნიორების მონაწილეობით.
  3. 20 ივნისის და წერილის თემაზე პოზიცია: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, დამოუკიდებელი პროკურატურის გამოძიების საგანი იქნება, თანამშრომლობა ჩვენი მხრიდან.
  4. დიდ სტრატეგიულ საკითხებზე დაწესდეს სპეციალურად შექმნილი საბჭო სადაც ხაზარაძის და გახარიას გუნდები თანაბრად იქნებიან წარმოდგენილი და ამასთან ერთად კოალიციის სხვა წევრებიც.
  5. მართვა, საბჭო. მაგალითად : გახარია/ ხაზარაძე 12-12 კაცი, დამატებით იმდენი სუბიექტის ერთი ხმა რამდენიც კოალიციის პარტნიორები არიან ორივე მხრიდან, (მაქსიმუმ 6 ადამიანი) 12 გახარია, 12 „ლელო“, 3-3 კოალიციიდან“,- წერს მამუკა ხაზარაძე.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ინიციატივით, კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა – მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ საარჩევნოდ გაერთიანების საკითხზე მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ის უშედეგოდ დასრულდა.

Check Also

ნიკა მელია – არათუ არ დააზიანებს, არამედ სახელმწიფო ინტერესს ატარებს ამ შინაარსის განცხადება, წერილი

კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ჯოზეფ ბორელისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია