პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე – დღეს „დეპოლარიზაციის კლასიკა“ ვიხილეთ

დღეს „დეპოლარიზაციის კლასიკა“ ვიხილეთ. სინამდვილეში ეს მძიმე შეურაცხყოფის ფონზე, პოლარიზაციის ხარისხის გაზრდის მცდელობა იყო , – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული ყველა წარმატება „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის და „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ ამას ხელი შეუშალოს და „თან აქაური პოზიტივი თავისზე მიიწერონ“.

„ რაღაცა უკადრებელს გკადრებენ და შემდეგ პასუხს გასცემ, ეს არის თურმე კადრება, ვითომ შენ დაიწყე ამაზე საუბარი. გურულის ანეკდოტის არ იყოს: „მე დევიწყე ბიძიაო“, თუ აი, დაახლოებით აქა ვართ რა“,- განაცხადა მდინარაძემ.

მან ისაუბრა 2008 წლის აგვისტოს ომზე და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს მიმართა:

„მინდა იმ რეზოლუციაზე შეფასება კიდევ ერთხელ გთხოვოთ, რომელსაც ხშირად ვუსვამ ხოლმე ხაზს, სადაც სიტყვა სიტყვით წერია: „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიის და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სამოქალაქო მოსახლეობას სერიოზული საფრთხე შეუქმნა, საქართველოს მხრიდან სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას წარმოადგენდა“ და მე-6 პუნქტში: „რუსეთის საპასუხო შეტევამ…“ ასეთი ფრაზაა და ამას ბატონი აკო მინაშვილი ხელს აწერს, მხარს უჭერს, დღეს რომ ძალიან გაგვიბრაზდა, ემოციებით რომ იყო. ამიტომ ვეკითხები: ეს ასე იყო თუ ღალატია? მესამე ვერ იქნება. ასე რომ ყოფილიყო, ეს არ უნდა ეთქვათ, მაგრამ ასე რომ არ იყო და ამას მხარი დაუჭირეს, რა ჰქვია ამას?”

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ – ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში

ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია