პოლიტიკა

მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი აფხაზეთის გავლით სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი რკინიგზის გახსნისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი აფხაზეთის გავლით სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი რკინიგზის გახსნისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს და მიუხედავად სომხური მხარის განცხადებებისა, რომლის თანახმადაც, საქართველოს გავლით რკინიგზის გახსნა აფხაზეთს არ სურს, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს „ამ მასშტაბური საგზაო რუკის რეალიზებისთვის“.

„ეს საგზაო რუკა, თუ შეიძლება ასე ითქვას, შეიცავს სახელმწიფოების ხელმძღვანელების დონეზე ხელმოწერილ დოკუმენტებს და შესაბამის კომისიებს ჩვენი ქვეყნების მთავრობების წარმომადგენელთა ეგიდით. ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს ამის რეალიზებისთვის”, – განაცხადა ზახაროვამ

ასევე ნახეთ

ელენე ხოშტარია – მინდა მივმართო მამუკას და ბადრის: გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან

ეს არის „ქართული ოცნების“ მცდელობა, ნებისმიერ ფასად შეათრიოს ოპოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებში და მოიპოვოს ლეგიტიმაცია – …

ჩანთების ონლაინ მაღაზია