Breaking News

მელია გადააყენა ხაბეიშვილმა, შემდეგ სერიაში ხაბეიშვილს გადააყენებს მელია – პოლიტიკურ აიწონა-დაიწონას თამაშობენ – არჩილ თალაკვაძე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე “ნაციონალურ მოძრაობაში” განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მთელი სიჩქარით მიემართება პოლიტიკურ თავდაღმართში – მელია გადააყენა ხაბეიშვილმა, შემდეგ სერიაში ხაბეიშვილს გადააყენებს მელია – პოლიტიკურ აიწონა-დაიწონას თამაშობენ.  მისი აზრით, “ნაციონალურ მოძრაობას” სერიოზულ პოლიტიკასთან კავშირი აღარ აქვს.

“ამ პარტიასთან დაკავშირებული სიტუაცია უკვე ანეკდოტურია. ისინი გვემუქრებოდნენ მთავრობის გადაყენებით და გადააყენეს საკუთარი პარტიის თავმჯდომარე; გვემუქრებოდნენ რიგგარეშე არჩევნებით და თავის პარტიაში ჩაატარეს; გვაკრიტიკებდნენ, თითქოს მთელ ხელისუფლებას ოლიგარქი აფინანსებს – საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ ოლიგარქი კეზერაშვილი აფინანსებს მათ პარტიას, მათთან დაკავშირებულ მედიას და ლობისტებს. ამიტომ, რა იქნება მორიგი პოლიტიკური ანეკდოტი ამ პარტიის მხრიდან, ალბათ, საზოგადოებისთვის ცხადია. მელია გადააყენა ხაბეიშვილმა, შემდეგ სერიაში ხაბეიშვილს გადააყენებს მელია, შემდეგ სერიაში კი, ალბათ, რომელიმე ხაბეიშვილი გადააყენებს მელიას – ისინი თამაშობენ პოლიტიკურ აიწონა-დაიწონას და სერიოზულ პოლიტიკასთან მათ პარტიასთან კავშირი დაკარგული აქვს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Check Also

ჟიგიმანტას პავილიონისი – სამი-ოთხი წლის წინ შევამჩნიე, რომ ვინც კი ქართულ მთავრობას აკრიტიკებდა, შეხვედრები აღარ ხდებოდა, ეს არის საბჭოთა მიდგომა

სამი-ოთხი წლის წინ შევამჩნიე, რომ ვინც კი ქართულ მთავრობას აკრიტიკებდა, შეხვედრები აღარ ხდებოდა. ეს არის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია