პოლიტიკა

მიხეილ დაუშვილი – არაერთ დანაშაულში ბრალდებული ადეიშვილი უმაღლესი დონის შეხვედრებში იღებს მონაწილეობას, სრულად “ოცნების” პასუხისმგებლობაა

ფაქტი, რომ არაერთ დანაშაულში ბრალდებული ადეიშვილი უმაღლესი დონის შეხვედრებში იღებს მონაწილეობას, სრულად “ოცნების” პასუხისმგებლობაა – “ოცნებამ” ჩვენი მოქალაქეების წინაშე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და როგორც მინიმუმ, განმარტება უნდა გააკეთოს, როგორ ხდება, რომ ეს ადამიანი ასე მარტივად, ასე თავისუფლებად მონაწილეობს უმაღლესი დონის შეხვედრებში, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, გიორგი გახარიას პრემიერობის დროს რატომ არ მოითხოვეს ადეიშვილის საქართველოში ექსტრადირება, დაუშვილი პასუხობს, რომ “მაშინაც პრობლემა იყო, რომ არ ხდებოდა გადმოცემა, მაგრამ მაშინ ადეიშვილი ბუნდესტაგში ასე ზარზეიმით ვერ შედიოდა”.

როგორც დაუშვილი განმარტავს, გახარია პრემიერობის დროს ყველაფერს აკეთებდა, რაც შეეძლო და ისე მოხდა, რომ მის დროს ადეიშვილის ექსტრადირება ვერ მოესწრო.

“რატომ ფიქრობთ, რომ ვინმე არ ითხოვდა მის ექსტრადირებას საქართველოში? გიორგი გახარიას დროსაც პრობლემა იყო, რომ არ ხდებოდა გადმოცემა, მაგრამ მაშინ ადეიშვილი ბუნდესტაგში ასე ზარზეიმით ვერ შედიოდა. რისი გაკეთებაც შეეძლო, აკეთებდა [გახარია]. რატომ არ გადმოეცა? სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ჩვენს დროს ვერ მოვასწარით,” – განაცხადა დაუშვილი.

ცნობისთვის, გერმანიის საელჩომ განაცხადა, რომ ადეიშვილი ბუნდესტაგში იმყოფებოდა, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი და გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისათვის, რომ მისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა აეკრძალათ.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ კი განაცხადა, რომ გერტ იან კოპმანი, გასულ სამშაბათს, უკრაინის გენერალურ პროკურორს შეხვდა, რომელსაც უკრაინის დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ადამიანი ახლდა. მათივე განცხადებით, ამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა.

ასევე ნახეთ

ვიქტორ ორბანი – ირაკლი კობახიძე არის მთავრობის მეთაური, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა – გამოწვევების მიუხედავად, როგორ შეიძლება, ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნება, ეს ნამდვილადაა გროსმაისტერის უნარი

ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად, ახერხებს ქვეყანაში ეროვნული იდენტობისა და კულტურის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია