პოლიტიკა

მიხეილ დაუშვილი – გუშინ ჩვენ ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ოცნების“ კიდევ ერთი თანამშრომლობა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის 3 კანდიდატის არჩევას პარტია „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დაუშვილი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ოცნების“ კიდევ ერთ თანამშრომლობად აფასებს. მისი თქმით, საფრთხე კიდევ ერთხელ შეექმნა ევრორეკომენდაციების შესრულებას.

„სასამართლო სისტემაში გავლენის ჯგუფების ძალაუფლება განმტკიცდა, ამით ყველაზე მეტად საქართველოს მოქალაქეებმა წააგეს. ამით რისკი კიდევ ერთხელ შეუქმნეს 12 პუნქტის შესრულებას. ვინც ამ ყველაფერში, ძალაუფლების შენარჩუნებაში მაშველ რგოლად მოევლინა „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობა“. გუშინ ჩვენ ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ოცნების“ კიდევ ერთი თანამშრომლობა,“ – განაცხადა დაუშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან სამი ვაკანსია შეივსო. 90 ხმაზე მეტი ხმა ტრისტან ბენაშვილმა (93 ხმა), გიორგი გზობავამ (91 ხმა) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 ხმა) მიიღეს და შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები გახდნენ.

პარლამენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე საბჭოს წევრობის არამოსამართლე კანდიდატებს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აირჩევს.

ასევე ნახეთ

მაიკლ ო’ფლაერტი – „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი საქართველოში გამოხატვის თავისუფლებების შეზღუდვების ფართო ნაწილს წარმოადგენს – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სივრცის შევიწროება გრძელდება

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს„უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის საქმეზე მესამე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...