პოლიტიკა

მიხეილ დაუშვილი – “ქართული ოცნების” და რუსეთის ოფიციალური პირების თუ სამთავრობო პროპაგანდისტების საუბრები და მესიჯები ერთმანეთს ერთი-ერთში ემთხვევა

“ქართული ოცნების” და რუსეთის ოფიციალური პირების თუ სამთავრობო პროპაგანდისტების საუბრები და მესიჯები ერთმანეთს ერთი-ერთში ემთხვევა, – განაცხადა პარტია “საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა მარია ზახაროვას განცხადების შეფასებისას.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” რიტორიკის შედეგად ქვეყანა დასავლეთს შორდება და მარტო რჩება რუსეთთან,”ქართული ოცნებისა” და რუსეთის ხელისუფლების ინტერესებიც თანხვედრაშია.

“ქართული ოცნება” დაკავებულია ჩვენი მეგობრების და მოკავშირეების ლანძღვა- გინებით და ვხედავთ, რომ “ქართული ოცნების” და ამასთანავე რუსეთის ოფიციალური პირების თუ სამთავრობო პროპაგანდისტების საუბრები და მესიჯები ერთმანეთს ერთი-ერთში ემთხვევა. “ოცნება” გვაშორებს დასავლეთს და საქართველოში ამის პარალელურად რუსული გავლენები იზრდება. პარტნიორებთან და მეგობრებთან კონფრონტაციაში ყოფნა ნიშნავს იმას, რომ რუსეთთან ვრჩებით მარტო.
სამწუხაროდ, იდენტური მესიჯები და მსგავსი საუბრები გარკვეულწილად იმასაც გვაფიქრებინებს, რომ რაღაც დონეზე ინტერესებიც თანხვედრაშია. სხვაგვარად გაუგებარია, როგორ შეიძლება ერთი და იმავე “მესიჯბოქსით” გვესაუბრებოდეს ჩვენი ხელისუფლება და რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები და სამთავრობო პროპაგანდისტები,” – განაცხადა დაუშვილმა.
ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ბათუმში რუსი ტურისტებით საკრუიზო ლაინერის ჩასვლასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ამ აქციას ქვეყნის შიგნით არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონდა და მას “რადიკალური ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს.”

ასევე ნახეთ

კახა კალაძე – რას უშლით პლაკატი, რომ მიდიან და ხევენ, ეს ადამიანები ლიბერალიზმით შენიღბული ფაშისტები არიან, არაფერი აქვთ ხალხისთვის სათქმელი, ერთადერთი, რაზეც არიან გადასული, სხვას ხელი შეუშალონ

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ოპოზიციური პარტიების მხრიდან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პლაკატების ჩამოხევის ფაქტზე კომენტარი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია