პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე – “სტრატეგია აღმაშენებელს” ეს ერთობა ბარიერის გადალახვის მიზნით სჭირდება, ხოლო “ნაციონალურ მოძრაობას” რა შეიძლება მოეგო, ამას ვერავინ ხვდება

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის აზრით „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გაერთიანება და განცხადება „გამარჯვების პლატფორმის“ შექმნაზე, სინამდვილეში, არის მხოლოდ მარკეტინგული ჩანაფიქრი.

თვითონაც კარგად ხვდებიან, რომ „დამარცხების პლატფორმის“ სახელს უფრო სამართლიანად აიტანდა ეს გაერთიანება. რეალური პერსპექტივა რომ მარცხის აქვთ, ეს ფაქტია, – განაცხადა მან.

გარდა ამისა, როგორც სარჯველაძე ფიქრობს, რომ “სტრატეგია აღმაშენებელს” ეს ერთობა ბარიერის გადალახვის მიზნით სჭირდება, ხოლო “ნაციონალურ მოძრაობას” რა შეიძლება მოეგო, ამას ვერავინ ხვდება.

“ეს არ იყო გადაწყვეტილება, რომლამდეც ეს ორი პოლიტიკური პარტია მივიდა კარგი ცხოვრების გამო. ყველას აქვს თავიანთი პრობლემატიკა და ამ პრობლემების გადაჭრის ხერხი უფროა ეს, რომელზეც სამწუხაროდ, ღიად ვერ საუბრობენ, მაგრამ საზოგადოება ამას ხედავს. “სტრატეგია აღმაშენებლის” შემთხვევაში პრობლემა იმაშია, რომ არჩევნებისთვის არავითარი პერსპექტივა არ აქვს დამოუკიდებლად მოიპოვოს საზოგადოების იმ ზომის მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს მის პოლიტიკაში ყოფნას. ამიტომ ბარიერის გადალახვის პრობლემის მქონე ეს პოლიტიკური პარტია გადაწყვეტილებას იღებს, მიეკედლოს ვინმე სხვას, უფრო დიდს და ამ გზით გავიდეს “სამშვიდობოს”. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, აშკარად ჩანს, რომ პარტიის შიგნით დაპირისპირებული ფლანგებისთვის ახლა აქტუალურია გაძლიერება ერთმანეთთან დაპირისპირების ფარგლებში, ამიტომ შეიძლება ხაბეიშვილი თვლიდეს, რომ მისი ფლანგის მხარდამჭერად ვაშაძისნაირი პოლიტიკოსის მიმატება შეიძლება იყოს კარგი ვარიანტი ან შეიძლება ეს სულაც არ იყოს ხაბეიშვილის ვერსია. ყოველ შემთხვევაში, რა შეიძლება მოეგო “ნაციონალურ მოძრაობას”, ამას ვერავინ ხვდება. გუშინდელი ბრიფინგიდან გამოჩნდა პირველი ნიშნები კონფლიქტისა ოპოზიციის დარჩენილ ნაწილთან, რადგან ღიად გამოცხადდა, “სტრატეგია აღმაშენებელი” “ნაციონალური მოძრაობის” შემდეგ ოპოზიციის ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანება არისო და არ მგონია, ამ განცხადებას მშვიდად შეხვდნენ ის პარტიები, რომლებიც მათ შორის, დღეს პარლამენტში საქმიანობენ და ვფიქრობ, სამართლიანად შეიძლება ჰქონდეს ამბიციაც და პრეტენზიაც,” – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ პოლიტიკური გაერთიანების შესახებ განცხადება თავად გააკეთეს.

ასევე ნახეთ

საგარეო საქმეთა სამინისტრო – ევროპის საბჭოს მინისტერიალზე წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

ევროპის საბჭოს მინისტერიალზე მიღებულ დეკლარაციაში წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია