პოლიტიკა

მირიამ ლექსმანი – საქართველოში ძალიან ღრმა პოლარიზაციაა – ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს

ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა სტრასბურგში, „მთავარი არხის“ დამფუძნებელთან, ნიკა გვარამიასთან და სხვა ევროპარლამენტარებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ ყველანი ვართ საქართველოს მეგობრები და გვიხარია, რომ ნიკა გვარამია დღეს ჩვენ გვერდით არის. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს დავეხმაროთ გახდეს ევროკავშირის წევრი და გახდეს ევროპული ქვეყნების ოჯახის სრულყოფილი წევრი. მეორე მხრივ, საქართველოში ძალიან ღრმა პოლარიზაციაა, ვფიქრობთ, რომ სიტუაცია საქართველოში უნდა შეიცვალოს, ჩვენ ვიცით, რომ ჟურნალისტებს თავს ესხმიან ფიზიკურად და ვიცით, რომ მთავრობა ქვეყნის პოლარიზაციას ახდენს, ეს ყველაფერი ჯანსაღი არაა, ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ საქართველოს მთავრობას, რომ ქვეყანამ თავისი ვალდებულებები შეასრულოს, რადგან საქართველოს ხალხი თავის მომავალს ევროკავშირს უკავშირებს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ჩვენ ვხედავთ, რომ ნიკა გარეთაა, მისი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია.

მე დავასრულებ იმით, რომ იმედი გვაქვს, მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ გამოუშვებენ, მის ჯანმრთელობას მოევლება და ის დაძლევს იმ სენს, რომელიც პატიმრობაში დაემართა“, – განაცხადა ლექსმანმა. განცხადების თარგმანიც „მთავარ არხს” ეკუთვნის.

ასევე ნახეთ

ევროკავშირის წარმომადგენლობამ დაადასტურა, რომ მათ თანამშრომელს საქართველოში შესვლის უფლება არ მიეცა – საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბოდიში მოიხადა

ევროკავშირის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ ევროკავშირის დელეგაციის წევრი საიმონ ვანდერბრუკი, რომელიც საქართველოში 2024 წლის სექტემბრიდან მუშაობდა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია