პოლიტიკა

მივესალმები საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი თქვენს მტკიცე ერთგულებას და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობის გაგრძელებას – ურსულა ფონ დერ ლაიენი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე დაწერა.

“კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. მივესალმები საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი თქვენს მტკიცე ერთგულებას და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობის გაგრძელებას”, – წერს ფონ დერ ლაიენი.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში იმყოფება. პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელთანაც. 31 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტს უნდა მიმართოს.

ასევე ნახეთ

ელენე ხოშტარია – მინდა მივმართო მამუკას და ბადრის: გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან

ეს არის „ქართული ოცნების“ მცდელობა, ნებისმიერ ფასად შეათრიოს ოპოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებში და მოიპოვოს ლეგიტიმაცია – …

ჩანთების ონლაინ მაღაზია