ევროკავშირის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანწილად გასანზღვრავს ჩვენი ქვეყნის შემდგომ მომავალს, ამ დროს მთავარი საკითხი უნდა იყოს, „ოცნებამ“ დააფიქსიროს პოლიტიკური ნება იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებიც არის მთავარი გზა ევროინტეგრაციისთვის და არა ის, როდის გამოვხატავთ პოზიციას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია ”საქართველოსთვის” არ მიიღებს მონაწილეობას არც ერთ აქციაში.
”24 ივნისამდე ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა პარტნიორებთან მუშაობა, მათი დარწმუნება, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და მეორე, აქედან გამომდინარე „ოცნებისგან“ პოლიტიკური ნებისა და გადაწყვეტილების მიღება, რომ ამ ქვეყანაში განხორციელდება რეალური რეფორმები და ქვეყანა უფრო სწრაფად წავა ევროკავშირში” – ამბობს მიხეილ დაუშვილი.