პოლიტიკა

მოსკოვში რუსეთის პირველი არხის ყოფილი თანამშრომელი მარინა ოვსიანიკოვა დააკავეს, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ ომი გააპროტესტა

მოსკოვში რუსეთის პირველი არხის ყოფილი თანამშრომელი მარინა ოვსიანიკოვა დააკავეს, რომელმაც კრემლთან უკრაინის წინააღმდეგ ომი გააპროტესტა. ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი რედაქცია ავრცელებს.

მარინა ოვსიანიკოვა მოსკოვში, საკუთარ სახლთან დააკავეს და კრასნოსელსკის რაიონის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

15 ივლისს რუსმა ჟურნალისტმა ომის საწინააღმდეგო პიკეტი გამართა კრემლის მახლობლად. მის პოსტერზე ეწერა: „პუტინი მკვლელია. მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან. 352 ბავშვი დაიღუპა. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, რომ გაჩერდეთ?“.

მარტის შუა რიცხვებში ოვსიანიკოვამ პირდაპირ ეთერში გამართა საპროტესტო აქცია რუსეთის პირველი არხის საინფორმაციო გამოშვების დროს და ტელეწამყვან ეკატერინა ანდრეევას უკან უკრაინის ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოჩნდა. ამის შემდეგ, ჟურნალისტმა მიიღო ადმინისტრაციული ჯარიმა, ქვეყანა დატოვა და სამუშაოდ გერმანიაში წავიდა. ოვსიანიკოვა რუსეთში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, ეს გადაწყვეტილება მან ოჯახური გარემოებებითა და კონტრაქტის დასრულებით ახსნა.

ასევე ნახეთ

ფრაქცია „ქართული ოცნება“ რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს

18 ივლისიდან მოწვეულ ე.წ. რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რადიკალური ოპოზიციის …