პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ძალა რუსი ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაში – ლევან ხაბეიშვილი Edison Research-ის კვლევაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის თქმით, Edison Research-ის კვლევა ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ნომერ პირველი ევროპული პარტია საქართველოში.

ლევან ხაბეიშვილის აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ოპოზიციას ჰქონდეს საერთო სტრატეგია, ხოლო ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი კოალიციური მთავრობა უნდა შემდეგ ხელისუფლებაში.

“Edison Research-ის კვლევაც ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ნომერ პირველი ევროპული პარტია საქართველოში, ასე მიიჩნევს ქართველი ხალხი, რადგან „რუსულ ოცნებას“ არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან და შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ძალა რუსი ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაში. ასევე მნიშვნელოვანია და კარგია, რომ ამ შედეგების მიხედვით სხვა ოპოზიციურ პროდასავლურ პარტიებს აქვთ გარკვეული შედეგები, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, მეტიც, მნიშვნელოვანია ახლა მათ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე იფიქრონ მათ გაერთიანებაზე, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო დამატებით სხვა ერთობები და ასევ ვთქვათ შემომატებები აუცილებლად ექნება, ამ მიმართულებით ვმუშაობთ და მნიშვნელოვანია, სხვა პროდასავლური ძალებიც გაძლიერდნენ, გაერთიანდნენ და მე კიდევ ერთხელ ვთავაზობ მათ, საერთო სტრატეგიას და არა ვინმესთან გაერთიანებას, რადგან ეს კვლევაც აჩვენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ არავისთან გაერთიანება არ სჭირდება, ჩვენ ჩვენი ელექტორატი გვყავს, მეტიც, არის მზარდი, ამაზე ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ბიძინა ივანიშვილის, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ გვქონდეს საერთო გეგმა, სტრატეგია და საერთო ჯამში მისმა აღმატებულებამ, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, როგორი კოალიციური მთავრობა უნდა შემდეგ ხელისუფლებაში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია