პოლიტიკა

ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელი ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან

ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელი ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან. ამის შესახებ განცხადება ენმ-ის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა.

“დღეიდან, ხალხის დაკვეთით, სტრატეგია აღმაშენებლთან ერთად გვექნება საერთო სტრატეგია რუსული ოცნების, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, იწყებენ გამარჯვების, ცვლილებებისა და ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან გათავისუფლების მოძრაობას.

“დღეს ჩვენ, სტრატეგია აღმაშენებელი, ნაციონალური მოძრაობასთან, მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან და ყველა თაობის პატრიოტ, პროფესიონალ ადამიანებთან ერთად ვიწყებთ გამარჯვების, ცვლილებების და ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან გათავისუფლების მოძრაობას, ვქმნით გამარჯვების პლატფორმას, რომელსაც წლებია, ელოდება საქართველოს მოსახლეობა”, – განაცხადა ვაშაძემ.

ხაბეიშვილი და ვაშაძე სხვა პროდასავლურად მოაზროვნე ადამიანებს გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.

ასევე ნახეთ

ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა.  ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა მიმართვა გაავრცელა: „საზოგადოებას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია