პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომას ბოიკოტს უცხადებს

„ნაციონალური მოძრაობა“ მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკითხებს ბოიკოტს უცხადებს და ასევე განსახილველ საკითხებს ბოიკოტს უცხადებს გიორგი ვაშაძე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პლენარულ სხდომაზე მიმდინარე კვირას უნდა განიხილონ ორი საკითხი, რომელიც 12 რეკომენდაციის შემადგენელი ნაწილია.

„„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოგვმართა, რომ მიმდინარე კვირას ბოიკოტს უცხადებენ პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკითხებს და ასევე განსახილველ საკითხებს ბოიკოტს უცხადებს გიორგი ვაშაძე. კოლეგებსაც და საზოგადოებასაც შევახსენებ, რომ ბოიკოტის გამოცხადება ხდება საკითხების მიმართ, რომელიც განიხილება. მიმდინარე კვირას უნდა განვიხილოთ ორი საკითხი. ერთი არის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფცია, ხოლო მეორე ადამიანის უფლებების სტრატეგია. ორივე ეს საკითხი გახლავთ 12 რეკომენდაციის შემადგენელი ნაწილი და სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს უცხადებს 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხების განხილვას. ასე რომ, არ ვიცი, მათი არჩევანია, კი ბატონო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე ნახეთ

არჩილ თალაკვაძე – ვინმე და რამე სამოქალაქო საზოგადოებას თუ აზიანებს, ეს არიან არასამთავრობო სექტორს ამოფარებული პარტიები, პოლიტიკაში ყოფნა უნდათ, მაგრამ გამოჩენა – არა

დღეს კიდევ უფრო აშკარაა, რომ საქართველოსაც კანონმდებლობა და რეგულაციები სჭირდება. ისევე, როგორც ბიზნესს და სახელმწიფო …

ჩანთების ონლაინ მაღაზია