პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58 პროცენტი მიიღო. ამის შესახებ პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა.

„არჩევნებზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 49 638-ს შეადგენს. არჩევნებში მონაწილეობა კი 41 264-მა ადამიანმა მიიღო. საარჩევნო სუბიექტების მიერ ხმათა რაოდენობა ასეთია – ნონა მამულაშვილი 1 537 ხმა, რაც ხმების 3.73 პროცენტს შეადგენს, ნიკა მელია 16 476 ხმა – 40 პროცენტი, გიორგი მუმლაძე 1 516 ხმა – 3.68 პროცენტი, ლევან ხაბეიშვილი 21 656 ხმა – 52.58 პროცენტი“, – განაცხადა ნაყოფიამ.

​არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

ხმის მიცემის პროცედურა 28 იანვარს დაიწყო და დღეს დილით, 10:00 საათზე დასრულდა.

საარჩევნო პროცესი ბლოკჩეინის პრინციპით, ფარულად მიმდინარეობდა.

ასევე ნახეთ

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი – რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო, საქართველოს აეროპორტების კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ შეშფოთებული არიან რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი …