პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას მართავენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს აპროტესტებენ.

მათი შეფასებით, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებები რუსულ ინტერესებს ემსახურება.

„მთავარი გზავნილია, რომ „ქართულ ოცნებას“უნდა მივაკითხოთ ყველგან, საცხოვრებელი სახლები იქნება, სამუშაო ადგილი თუ სხვა, როგორც მდინარაძეს მივაკითხეთ და პასუხი ვაგებინეთ იმ ანტისახელმწიფოებრივი და რუსული განცხადებების გამო. მათ უნდა იგრძნონ, რომ მოღალატეობრივი ხელისუფლება დასრულდება ძალიან მალე. წერტილოვნად მივალთ ყველგან. ეს პროცესი არის მზადება დიდი და მასშტაბური, ორგანიზებული აქციისთვის, პროტესტისთვის, რომელმაც, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში უნდა მოიტანოს გამარჯვება. ეს გამარჯვება იქნება მიშას გათავისუფლება, რუსული რეჟიმის დამარცხება“, – აღნიშნა გიორგი მუმლაძემ.

ფოტო:1tv.ge

ასევე ნახეთ

ალეკო ელისაშვილი კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის მიზეზით დააკავეს

ალეკო ელისაშვილი დაამავედ. როგორც შსს-ში აცხადებენ, პარტია “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს დილით, გამთენიისას, თბილისის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...