პოლიტიკა

ნატო-ს ყველა მოკავშირე შეთანხმდა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კვლავ დაადასტურა, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება.

„ნატო-ს ყველა მოკავშირე შეთანხმდა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, მაგრამ მთავარი აქცენტი ახლა, რა თქმა უნდა, კეთდება იმაზე, თუ როგორ უზრუნველვყოთ უკრაინის გამარჯვება“, – განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს „რამშტაინის“ საჰაერო ბაზაზე, სადაც დღეს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა იმართება.

„როდესაც ომი დასრულდება, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისტორია აღარ განმეორდება, რომ რუსეთს აღარ შეეძლება განაგრძოს თავდასხმა და კვლავ აწარმოოს ომი უკრაინის წინააღმდეგ და გააგრძელოს ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივანი 20 აპრილს უკრაინას სტუმრობდა.

ასევე ნახეთ

თინა ბოკუჩავა – ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია კრიტიკული აზრი, მედია, თავისუფალი სიტყვა

„ერთიანი-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის შექმნის შესახებ მთავრობის ინიციატივას გამოეხმაურა და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია