პოლიტიკა

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ამ დროისთვის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 36 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო

ბევრი ადამიანია, რომელმაც ვერიფიკაციის კოდი ვერ მიიღო, მაგრამ დღეს დღის ბოლომდე ყველა ვერიფიკაციის კოდს მიიღებს , – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი პატარაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა 36 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

„არჩევნებში 36 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. არჩევნები გრძელდება და ხვალ დილით 10:00 საათზე დასრულდება. გარკვეული ხარვეზები იყო, რომელიც შეეხებოდა SMS-ის დაგვიანებით მისვლასთან დაკავშირებით ან არ მისვლასთან დაკავშირებით, რომელთანაც დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებს ამერიკაში დავუკავშირდით და დღეს დღის ბოლომდე გამოსწორდება. ყველა იმ ადამიანს, ვისაც არ მიუვიდათ SMS-ი აბსოლუტად ყველას მიუვა ვერიფიკაციის კოდი, ისინი გაივლიან პროცედურას და არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. მინდა ასევე, ჩვენს ამომრჩევლებს ვთხოვო, რომ ეს ვერიფიკაციის კოდი, რომელიც მათ მიუვათ, არავის გადასცენ, რადგან გამოყენებული არ იყოს სხვა პიროვნების მიმართ, რომელიმე კანდიდატის მიერ. რაოდენობას ზუსტად ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ ბევრი ადამიანი არის, რომელმაც ეს ვერიფიკაციის კოდი ვერ მიიღო, მაგრამ დღეს დღის ბოლომდე ყველანი ვერიფიკაციის კოდს მიიღებენ. ასევე, მოვუწოდებ ამომრჩეველს, რომ მათი მონაწილეობა არის ფარული, ვერავინ ვერასოდეს ვერ გაიგებს, რომელ კანდიდატს დაუჭირეს მხარი. ვერცერთი კანდიდატი, მით უმეტეს მათი წარმომადგენლები და კანდიდატები, ვერავინ ვერ ხედავს ამომრჩევლის მიერ განხორციელებულ არჩევანს იმიტომ, რომ ეს არის ფარული. საუბარი, რომ ვიღაცა რაღაცა პროცენტს იღებს არის უბრალოდ ტყუილი“,- განაცხადა პატარაიამ.

ასევე ნახეთ

ირაკლი კობახიძე – გუშინ შსს-ს ხელმძღვანელი რომ ყოფილიყო მერაბიშვილი ან გახარია, რამდენიმე მომიტინგის ცხედარს ჯიხურის თავზე მიაგნებდით, რამდენიმე ადამიანი თვალს დაკარგავდა

გუშინ შსს-ს ხელმძღვანელი რომ ყოფილიყო მერაბიშვილი ან გახარია, რამდენიმე მომიტინგის ცხედარს ჯიხურის თავზე მიაგნებდით, რამდენიმე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია