პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე თანამდებობას ტოვებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრი და ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე თანამდებობას ტოვებს.

„მადლობა ჩვენს ყველა მხარდამჭერს, ვინც მონაწილეობა მიიღო შიდა პარტიულ არჩევნებში. განსაკუთრებული მადლობა ბათუმს და სრულიად აჭარას. გულწრფელად ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს და ვუსურვებ წარმატებებს ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეში.

მე დღეიდან ვტოვებ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს, ვრჩები პარტიაში და ვაგრძელებ ბრძოლას ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებისთვის, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ერთიანობით, ყველაფერი გამოგვივა”, – წერს გიორგი კირთაძე სოციალურ ქსელში.

ასევე ნახეთ

ლევან ხაბეიშვილი – საშინელი სანახავი იყო, ორი დამნაშავე როგორ აბრალებდა ერთმანეთს მაკო გომურის დაკარგულ თვალს

საშინელი სანახავი იყო, ორი დამნაშავე როგორ აბრალებდა ერთმანეთს მაკო გომურის დაკარგულ თვალს, – ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია