პოლიტიკა

NDI- მოსახლეობის 64% მიიჩნევს, რომ საქართველოში არ არსებობს ერთი პარტია მაინც, რომელიც მათ ინტერესებს გამოხატავს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) საზოგადოებრივი აზრის 2023 წლის მარტში ჩატარებულ კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 64% მიიჩნევს, რომ საქართველოში არ არსებობს ერთი პარტია მაინც, რომელიც მათ ინტერესებს გამოხატავს.

კითხვაზე, თქვენი აზრით, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს, გამოკითხულთა რეკორდულად დაბალი რაოდენობა 24%-მა პასუხობს, რომ ასეთი ერთი პარტია არსებობს.

ამასთან, NDI -ს კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 14% და ოპოზიციის მხარდამჭერთა 36% ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ წარმოადგენს. თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ გასულ წელთან შედარებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის გაიზარდა იმ ადამიანების წილი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანაში ერთი პოლიტიკური პარტია მაინც არსებობს, რომელიც მათ ინტერესებს წარმოადგენს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის განმარტებით ახალგაზრდები ანუ 18-34 წლის მოსახლეობა, განსაკუთრებული სკეპტიკურობით გამოირჩევიან.

ამასთან აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში შედარებით დაბალია.

ცნობისთვის, გამოკითხვა 2023 წლის 17-23 მარტის პერიოდში, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევა მოიცავს 1,032 დასრულებულ ინტერვიუს (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% -ია.

ასევე ნახეთ

არჩილ თალაკვაძე – ვინმე და რამე სამოქალაქო საზოგადოებას თუ აზიანებს, ეს არიან არასამთავრობო სექტორს ამოფარებული პარტიები, პოლიტიკაში ყოფნა უნდათ, მაგრამ გამოჩენა – არა

დღეს კიდევ უფრო აშკარაა, რომ საქართველოსაც კანონმდებლობა და რეგულაციები სჭირდება. ისევე, როგორც ბიზნესს და სახელმწიფო …

ჩანთების ონლაინ მაღაზია